|
2018-01-26 13:33:00, 2115 ნახვა
სამართალი
ჩაბუქის ადვოკატი: სასამართლომ უკიდურესად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყცეტილებას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა: "ეს არის უკიდურესად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება.როცა სასამართლო არ იხსენიებს თავის გადაწყვეტილებაში არც ერთ მტკიცებულებას, როდესაც მოწინააღმდეგემხარეს-ლტოლვილთა სამინისტროს არ გააჩნია მტკიცებულებები, როცა ჩვენ 600 გვერდზე მეტი მტკიცებულებები წარვუდგინეთ სასამართლოს და დამატებითი ინფორმაცია,თუ რა მდგომარეობაა თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით, ამის ფონზე მრჩება ერთი განცდა, რონ ეს არის უსამართლობა",-აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა. რაც შეეხება ჩაბუქის ექსტრადიციის პროცესს, ადვოკატის თქმით, თუ დაიწყება საექსტრადაციო პროცედურები სასამართლოს მეშვეობით და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ იუსტიციის მინისტრს დართოს ნება, ექსტრადიციის თაობაზე განკარგულების გამოცემის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)