|
2018-01-25 10:58:12, 1072 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია წარადგინა
თავდაცვის სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამხედრო სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია წარადგინა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოქმედი მობილიზაციის სისტემა გარდაქმნას საჭიროებს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სამობილიზაციო რეზერვთან ერთად, ახალი კონცეფციის მიხედვით აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახეა გათვალისწინებული - ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. „თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. ერთი რამ ცხადია, უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას და ძლიერი სარეზერვო სისტემა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის - ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, ლევან იზორიას გაწეული სამუშაოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო განხილვები, რომელიც დღევანდელი დღიდან დაიწყება იქნება ძალიან პროდუქტიული. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარდა ჩაერთვებიან, ასევე, ამ მიმართულების ექსპერტები ამ განხილვაში და, შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია”,-განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)