|
2018-01-24 17:18:01, 2437 ნახვა
სამართალი
ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახი დახმარების თხოვნით სახალხო დამცველს მიმართავს
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის დის, ტატიანა ბერძენიშვილის განცხადებით, ოჯახი დახმარების თხოვნით სახალხო დამცველს მიმართავს. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მის ძასთან ღამის პირველ საათზე სახაზინო ადვოკატი იმყოფებოდა, რომელმაც შემდეგ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. "ჩემს ძმასთან ღამის პირველ საათზე სახაზინო ადვოკატი იყო შესული, გამოიტანა ცრუ განცხადება, რაც ჩემს ძმას მასთან არ ულაპარაკია. ვთხოვთ სახალხო დამცველს, რომ დაგვეხმაროს და გვერდში დაგვიდგეს. საქართველოში მეგობრობა არ შეიძლება? ზოგადად ჩემ ძმას ჩატაევთან არანაირი მეგობრობა არ ჰქონია და არც იცნობდა. რაც შეეხება ბიზნესს - ჩემს ძმასა და ხიზირ მარგოშვილს ცხვრებთან დაკავშირებით ჰქონდათ ბიზნესი, ასევე რკინის ქარხნის გაკეთება უნდოდათ. ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირი არც ჩემს ძმას აქვს და არც ხიზირ მარგოშვილს", - განაცხადა ტატიანა ბერძენიშვილმა "ქრონიკის" ეთერში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 22 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)