|
2018-01-23 10:54:24, 2497 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა განაახლა
ამერიკის სენატმა, ხმათა უმრავლესობით, მთავრობის მუშაობის განახლებას მხარი დაუჭირა. სენატორებმა მოიწონეს რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებების დაფინანსებას 8 თებერვლამდე ახანგრძლივებს. „დემოკრატებმა“ დოკუმენტს მხარი მას შემდეგ დაუჭირეს, რაც „რესპუბლიკელების“ ლიდერი სენატში, მიტჩ მაკკონელი მათ დაპირდა, რომ ისინი დაუბრუნდებოდნენ არალეგალი მიგრანტებისთვის გარანტიების საკითხის განხილვას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტს ხელი მოაწერა, რითაც ფედერალური მთავრობის დაფინანსება 8 თებერვლამდე გაგრძელდა. „დიდი გამარჯვებაა რესპუბლიკელებისთვის დემოკრატების მხრიდან დაფინანსების გაგრძელებაზე თანხმობა. ახლა მსურს დიდი გამარჯვება ყველასთვის, მათ შორის რესპუბლიკელებისთვის, დემოკრატებისა და არასრულწლოვანი იმიგრანტებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი საამაყო სამხედროებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის. შევხვდებით მოლაპარაკების მაგიდასთან!“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში დროებითი ბიუჯეტი მიიღეს. 20 იანვრის შემდეგ ამერიკის მთავრობის მუშაობა დაფინანსების არარსებობის გამო შეჩერებული იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)