|
2018-01-22 16:06:59, 1954 ნახვა
კომენტარი
ჭანტურიას ადვოკატი შპს „ერთობის“ დირექტორის განცხადებაზე: შესაძლებელია მეორე მეწილის ჩამოშორება უნდა
ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ეხმაურება ერთ-ერთი მოწმის შპს "ერთობის" დირექტორის მამუკა ცხოვრებაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და რომ ჭანტურიას გარდაცვლილთან კონფლიქტი ჰქონდა. კობაიძე "ერთობის" დირექტორის ამ განცხადებით გაოგნებულია და აქვს ეჭვი, შეგნებულად ხომ არ ხდება გიორგი ჭანტურიას დისკრედიტაცია. ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, საქმეში არ არსებობს არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც ჭანტურიას რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება. "ერთ-ერთმა მოწმემ, "ერთობის" დირექტორმა გააკეთა განცხადება და ფაქტობივად ახალი გამომძიებელი ჩაერთო ამ საქმეში, ოღონდ ტელევიზიებთან საუბრობს. გაოგნებული ვარ და არ მოველოდი ამ პიროვნებისგან, რომ ასე პირდაპირ დადებდა ბრალს აღნიშნულ საქმეში, რაც ამწვავებს სიტუაციას", - განაცხადა კობაიძემ. ადვოკატი ასევე გამოეხმაურა, მოკლულის მეუღლის განცხადებასაც, სადაც ის ამბობს, რომ ჭანტურიას მიმართ კითხვები აქვს. ადვოკატი ქუთათელაძის ოჯახზე შესაძლო ზეწოლაზეც საუბრობს. "ეს კაცი თუ ამდენს ბედავს და საუბრობს მასმედიასთან, რომ შესაძლოა ჭანტურია ყოფილიყო, ამბობს, რომ გამოძება სწორი მიმართულებით მიდის, რა დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ადამიანი არ ახდენს გარკვეულ ზეწოლას ოჯახზე. ერთი მეწილე გარდაცვლილია, ახლა შესაძლოა მეორე მეწილის ჩამოშორება უნდა. არ ვიცი კიდევ რა ინტერესი აქვს ამ ადამიანს და რატომ აკეთებს ასეთ განცხადებას", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)