|
2018-01-20 13:38:26, 3837 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას განცხადებით, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. როგორც ჭანტურიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა, მას მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ. "გამომართვეს ტელეფონი. არ მომცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ჩემზე პრაქტიკულად ზეწოლა განხორციელდა, რომ ეს იყო ჩემი ჩადენილი და მთხოვდნენ, რომ დანაშაული მეღიარებინა", - განაცხადა ჭანტურიამ. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)