|
2018-01-19 15:03:37, 1897 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე: სიამოვნებით ამიღებდნენ ბილეთს საუკეთესო კურორტზე, ოღონდ აქ არ ვიყო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების მთავარი ამოცანა მისი ქვეყნიდან გაძევებაა. სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადებას კომედია უწოდა: "კომედიაა, რომ უკვე მეხუთე თუ მეექვსე ჯერ გადაიდო სასამართლო სხდომა. ეს საქმე არ არსებობს, არანაირი მტკიცებულებაც კი, არ აქვთ. სრული სისულელეა, ყველა დასცინის. ამათ უნდათ ჩემი ქვეყნიდან გაგდება. არ უნდათ, რომ უკრაინაში ვიყო. უკრაინაში ჩემი ციხეში ჩასმა ნიშნავს აქ ხელისუფლების დამხობას. სიამოვნებით ამიღებდნენ ბილეთს ერთი წლით, საუკეთესო კურორტზე მსოფლიოში, ცალკე ვილაზე და ყოველდღე გამომიგზავნიდნენ ნობათებს, ოღონდ აქ არ გამოვჩნდე. ამათთვის ეს არის ამოცანა და არა ჩემი ციხეში დამწყვდევა", - განაცხადა სააკაშვილმა "იმედის" ეთერში. შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის სააპელაციო სასამართლოში სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის ოჯახური გარემოებების გამო, სხდომა 26 იანვრისთვის გადაიდო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)