19:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 15:03:31, 2284 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პოლიტიკური ძალაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ენმ" ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალაა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

„კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხმალამოღებული ებრძვის ჩვენს პარტიას, უკვე ხუთი წელია. ეს კვლევა ასევე აჩვენებს და ადასტურებს იმას, რომ დღითიდღე მცირდება მოსახლეობის ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალა ვერ და არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 31%-ისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ქართული ოცნებაა", 30% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 12%-მა უარი განაცხადა პასუხზე, 10% ასეტ პარტიად  "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 5%-ევროპულ საქათველოს,3%-"პატრიოტთა ალიანსს", 5% ამბობს, რომ არ იცის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics