16:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 13:26:55, 2731 ნახვა

მსოფლიო
ისტორიაში პირველად, რუმინეთის მთავრობას შესაძლოა, ქალმა უხელმძღვანელოს

რუმინეთის მთავრობას შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში პირველად,  ქალმა უხელმძღვანელოს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში რუმინეთში პრემიერ-მინისტრი მესამედ შეიცვალა.

მიხაი ტუდოსის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, მთავრობის მეთაურის პოსტს, სავარაუდოდ,  ვიორიკა დანჩილა დაიკავებს, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა.

54 წლის დანჩილა ევროპარლამენტის წევრია. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დანჩილა მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მხარდაჭერას მოიპოვებს და ქვეყნის მთავრობას ქალი პოლიტიკოსი მალე ჩაუდგება სათავეში. ამ შემთხვევაში კი ის ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერი ქალი გახდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics