|
2018-01-18 12:56:32, 1970 ნახვა
კომენტარი
გიორგი ჭანტურიას და: იმედი გვაქვს, რომ სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას განცხადებით, ოჯახს იმედი აქვს, რომ სამართალდამცველი ორგანოები მის ძმასთან მიმართებაში სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან, მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, რომ სხვა განცხადებების გაკეთებისგან ის თავს შეიკავებს. "ველოდებით, დიდი იმედი გვაქვს და არ ვერევით სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში. იმედი გვაქვს, რომ სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მამაჩემი თავის პოზიციას 18:00 საათის შემდეგ დააფიქსირებს, ბრალის წარდგენის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა მოხდება ბრალის წარდგენა", - განაცხადა დაკავებულის დამ. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, გუშინ დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. ჭანტურიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)