04:11 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 11:55:52, 2044 ნახვა

კომენტარი
გმირთა მოედანზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გმიერთა მოედანზე, მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ქირურგმა გივი პისერევმა განაცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. არის მართვით სუნთქვაზე და მას ჩაუტარდა ოპერაცია. აღენიშნებოდა ჭრილობები მარჯვენა ბარძაყზე. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ გმირთა მოედანზე, გვიან ღამით, ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსლკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics