09:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 20:18:05, 2163 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე: ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით

 „ჩვენ ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით“,-ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

„ნახევარი მსოფლიო იცრება ვაქცინებით, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. ჩვენ უბრალოდ პრეკვალიფიკაციას ვანიჭებთ უპირატესობას იმიტომ რომ  ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ასე ვთქვათ უმაღლესი ხარისხის გარანტია.

ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით  ერთი თვე, იმიტომ რომ მოკვდებოდა ადამიანი ცოფისგან თუ ცოფის ვაქცინას არ გავუკეთებდით. აქედან გამომდინარე, სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ვადაში ახალი შემოვიტანეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვაქცინა არ ვარგოდა. უბრალოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქარხანას მოუხსნა პრეკვალიფიკაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics