|
2018-01-17 10:56:45, 2395 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ელჩი: უკრაინა თავდაცვით ლეტალურ იარაღს უფასოდ მიიღებს
აშშ-ის ელჩმა უკრაინაში მარი იოვანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკისგან 41,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ თავდაცვით იარაღს, რომლის მიწოდებაზეც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, უფასოდ მიიღებს. ინფორმაციას gordonua ავრცელებს. „გასულ წელს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი საშუალებების მიწოდების შესახებ. ამ დროისთვის, ცნობილი არაა თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ჩვენ გვაქვს გარკვეული პროცედურები ამ გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვის. ინფორმაცია კონგრესს უნდა მივაწოდოთ და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება მისი რეალიზება“,- განაცხადა იოვანოვიჩმა. ელჩის განცხადებით, უკრაინა ამ შეიარაღებას აბსოლუტურად უფასოდ მიიღებს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 21 დეკემბერს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)