|
2018-01-16 16:23:10, 1849 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: Freedom House-ი ცდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაშია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „როდესაც ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად დასახელების საფუძვლად აღებული არის მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში Freedom House ცდება. საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობა არის გაცილებით წინ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. "ქართულ ოცნებას" აქვს მხარდაჭერა და ნებისმიერ პარტიას რომელსაც მხარდაჭერა ექნება, აქვს შანსი, ჩვენი წარმატება გაიმეოროს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა. კერძოდ, 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)