|
2018-01-15 16:22:15, 1791 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი ლუცენკო-გოგაშვილის შეხვედრაზე: ორი ოლიგარქიული რეჟიმი უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ერთიანდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა საკუთარი ძაღლის სახლის დასაცავად, ერთიანდება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ხალხიც უნდა გაერთიანდეს მათ წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათ, პუტინსაც და რაც მთავარია უპერსპექტივობასა და სიღარიბეს", - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ კიევში გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრა 12 იანვარს შედგა. უწბებების პრესსამსახურების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, ისაუბრეს თუ არა ლუცენკომ და გოგაძემ სააკაშვილის ექსტრადირებაზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)