20:08 - 18 Aug, 2026
|
2018-01-15 12:06:05, 2423 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. BBC-ის ინფორმაციით, პირველ ტურში ჩეხეთის მოქმედმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ამომრჩეველთა ხმების 39% მიიღო, ირჟი დრაგოშმა კი 26%. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ცხრა კანდიდატი იყრიდა კენჭს. დამარცხებული კანდიდატები მხარს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ წარმომადგენელს ირჟი დრაგოშს უჭერენ და თავიანთ მხარდამჭერებს იმავეს მოუწოდებენ. მედიის ცნობით, ზემანს ხმა ძირითადად სოფლისა და მცირე ქალაქების მოსახლეობამ მისცა, ხოლო მსხვილ ქალაქებში, მათ შორის პრაღაში, ხმა ძირითადად აკადემიკოსს ირჟი დრაგოშს მისცეს. ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26-27 იანვარს ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)