|
2018-01-15 10:34:19, 2503 ნახვა
მსოფლიო
„ნახეთ როგორ დნება შოკოლადი“ – ქართველ ფეხბურთელს რასიზმში ადანაშაულებენ
უწყინარი ხუმრობა თუ რასისტული შეურაცხყოფა? ფიფა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები სპარტაკის ნახევარმცველის, გიორგი ჯიქიას გადაღებულ ვიდეოს სწავლობენ, სადაც ის თავის ფერადკანიან თანაგუნდელებს „შოკოლადებად“ მოიხსენიებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ქმედება და აღნიშნა, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ეს საქმე უნდა განიხილოს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და რასიზმის გამო საფეხმბურთო კლუბ „სპარტაკს“ ადრეც უჩივლეს. თავად კლუბში აცხადებენ, რომ ფეხბურთელს არავის წყენინება არ უნდოდა და ეს უბრალოდ უიღბლო ხუმრობა იყო. მოგვიანებით, „სპარტაკის“ ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა ორი ვიდეო, სადაც ბრაზილიელმა ფეხბურთელბმა, აღნიშნეს, რომ „ სპარტაკი მეგობრული ოჯახია, სადაც რასიზმი არ არის”.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)