20:09 - 18 Aug, 2026
|
2018-01-14 14:57:12, 2820 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
თურქეთში, ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას თურქული გამოცემა dailysabah ავრცელებს. ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პეგასუსის“ კუთვნილი თვითმფრინავი დაშვების შემდეგ ასაფრენ ბილიკს გასცდა და ზღვიდან რამდენიმე მეტრის სიახლოვეს გაჩერდა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. „შიგნით საწვავის სუნი იყო, ამიტომ ვფიქრობდით, რომ თვითმფრინავი ფეთქდებოდა, საბედნიეროდ ეს არ მოხდა“,-განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტში ინციდენტის გამო შეჩერებული ფრენები განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)