|
2018-01-13 15:39:28, 3223 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ecodiario იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ. მათ ბრალად 6 სახლის გაძარცვა ედებათ. მედიის ცნობით, მათ ორი სახლი ალიკანტეში, 4 კი, მადრიდში გაძარცვეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილიც ამოიღო. კერძოდ კი, ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები. სააგენტო წერს, რომ ბოროტმოქმედები ალიკანტეში ცხოვრობდნენ. მათი დაკავება 28 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს განხორციელდა. ესპანეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა მიუსაჯა. ecodiario იტყობინება, რომ გამოძიება ჯერ გრძელდება და შესაძლოა, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)