|
2018-01-12 17:14:34, 1850 ნახვა
კომენტარი
ბექა წიქარიშვილი: სავარაუდოდ, რაღაც ჯგუფები განგებ ახდენენ რეფორის დისკრედიტაციას
“ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცალმხრივად და განგებ ხდება ინფორმაციის მიტანა, როგორც საპატრიარქოსთან, ასევე სხვა გავლენის მქონე ისნტიტუტებთან, სხვადასხვა ჯგუფების მიერ“, -ასე შეაფასა მოძრაობა “თეთრი ხმაურის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა მეცნიერებათა აკადემიაში ნაკოპოლიტიკის შესახებ მიმდინარე მსჯელობა. მისი თქმით, საუბარი, თითქოს საზოგადოების ნაწილი კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება: “ამ ეტაპზე მიჭირს, დავასახელო, თუ ვის ინტერესშია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დეზინფორმაციის შედეგი არის ის განცხადება, რომ კანონპროექტი უნდა შეჩერდეს, რადგან ეს კანონპროექტი წლებია უკვე რაც მუშავდება და მასზე მუშაობს უამრავი სამეცნიერო ჯგუფი და მთელი ის 8 პუნქტი, რაზეც საუბარი იყო საპატრიარქოს განცხადებაში, ნამდვილად გაწერილი არის და ითვალისწინებს ეს რეფორმა ამ პუნქტებს. სავარაუდოდ რაღაც ჯგუფები განგებ ახდენენ ამ რეფორის დისკრედიტაციას. რთული სათქმელია, ვის ინტერესშია“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა. მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)