|
2018-01-12 15:49:49, 2116 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: კანონპროექტი შეიცავს რისკებს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი და კრიმინალი გაიზარდოს
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი შეიცავს მაღალ რისკებს, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი და კრიმინალი გაიზარდოს. "ამ მასშტაბის კანონპროექტი სისტემურად უნდა იქნას განხილული. უნდა იქნას შეთანხმება მიღწეული პირველ რიგში კომიტეტში, უმრავლესობაში, მნიშვნელოვანია სამთავრობო პასუხისმგებელი უწყებების დამოკიდებულება ამ საკითხში. ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა გავავრცელოთ ნარკოტიკები ჩვენს ქვეყანაში. დოზები უნდა დაზუსტდეს, არ უნდა მოხდეს არასწორი დოზირებით გავრცელების წახალისება, საჯარიმო სახდელები უნდა იყოს ადეკვატური. ამ პროექტს სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, რომ შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები",-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან. მეცნიერებათა აკადემიაში იმყოფება მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილიც.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)