|
2018-01-12 14:53:17, 1869 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე: ვფიქრობთ, ნარკოპილიტიკაზე ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს
კიკეთის ტაძრის წინამძღვარის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტში საშიში აქცენტებია გაკეთებული. როგორც მან მეცნიერებათა აკადემიაში განაცხადა, არის საშიშროება, რომ სახელმწიფო სამსახურები მზად არ არიან, გარკვეული რისკების პრევენციისთვის. ამასთან, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სარეაბილიტაციო და პრევენციული ზომებია მისაღები. იგი ფიქრობს, რომ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს: "განვიხილეთ დაწვრილებით კანონპროექტი და აღმოვაჩინეთ ძალიან საშიში აქცენტები. ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული სასჯელი განეკუთვნება ნარკორეალიზატორებს. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, არ არის საუბარი საზოგადოევრივი აზრის შექნაზე, რომ ნეგატიური მხარეები გამოჩნდეს ნარკოტიკების მოხმარებისა, არ არის საუბარი ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში. მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციაა, ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან იშვიათად რადიკალურ შემთხვევაში შეიძლება იყოს, ვწუხვართ ყველას გამო, ვინც სასჯელს იხდის, მაგრამ მიგვაჩნია, თუ გავათავისუფლებთ ციხიდან და ის აღმოჩნდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ბევრი ვერაფერი შეღავათია. საჭიროა მათი დახმარება. საჭირო სარეაბილიტაციო და პრევენციული ზომებია მისაღები. შეიძლება ნარკოტიკების უკანონო შემოტანა საზღვარზე, ან ტრანზიტით გატანა გავრცელება ისჯებოდეს 100 ლარით? ან შეიძლება არასრულწლოვნების თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარება, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნარკოტიკების რეალიზაცია ისჯებოდეს 200 ლარიანი ჯარიმით? ან მაღალი რისკის საქმიანობის წარმოებისას ნარკოტიკული თრობის ქვეშ ადამიანის სასჯელი იყოს 300 ლარი? ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს. სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი. როგორიც არ უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრებზე გათვლა, ნარკორეალიზატორებისთვის სასჯელის შემცირება საშიშია. ეკლესია ცდილობს, მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება. მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი წაახალისებს და არის საშიშროება, რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მზად არ არიან გარკვეული რისკების პრევენციისთვის",-განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)