04:44 - 14 Aug, 2026
|
2015-05-12 15:07:51, 883 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: EBRD–ის ღონისძიებები ლარის კურსზეც აისახება
„EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ყველა პროცესზე აისახება, მათ შორის ლარის კურსზეც“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოსთვის კარგია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. „ეს ღონისძიება ზრდის საქართველოსადმი ინტერესს, საინვესტიციო მიმზიდველობასა და შესაძლებლობას, განვავითაროთ ეკონომიკა, რაც თავისთავად აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის ლარის კურსზეც“, – აღნიშნა ხადურმა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის ლარის კურსთან დაკავშირებით კონსულტაციები მუდმივად იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)