19:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 13:59:46, 1997 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, კიდევ 1 პირი დააკავეს

თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის კიდევ ერთი ორგანიზატორი დააკავეს, - ამის შესახებ Daily Sabah იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია მისი ინიციალები - ვ.კ.ა.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-შია გაწევრიანებული, რის გამოც ის თავის დროზე, სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

თურქული პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. გამოძიებით ირკვევა, რომ ის აპლიკაცია ByLock-ს იყენებდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში იმ დროს მოკლეს, როდესაც ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics