|
2018-01-11 12:50:01, 1847 ნახვა
კომენტარი
დუისის მკვიდრი: ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგით, თვითონ ხელისუფლება არ გადაიქცეს ტერორისტად
პანკის ხეობის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარას საკუთარ სახლში არ ააფეთქებდა. როგორც ერთ-ერთმა პანკისელმა აღნიშნა, მაჩალიკაშვილის დაკავება ძალის გამოყენების გარეშეც იყო შესაძლებელი. "ჩადენილია დანაშაული. დანაშაულს იმიტომ ვახსენებ, რომ გასროლა არ იყო ადეკვატური და აუცილებელი. გამორიცხულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა აეფეთქებინა საკუთარ ოჯახში, სადაც მისი მშობლები, და და ბებია იმყოფებოდნენ. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და არა ანტიტერორისტული. ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგით, თვითონ ხელისუფლება არ გადაიქცეს ტერორისტად", - განაცხადა დუისის მკვიდრმა. თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაკრძალავენ. ის გუშინ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)