|
2018-01-11 11:44:07, 2142 ნახვა
მსოფლიო
მაჩალიკაშვილის ვენაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შს მინისტრმა შეაჩერა
თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა შეაჩერა, - ამის შესახებ Kronen Zeitung იუწყება. როგორც ავსტრიის შს მინისტრმა აღნიშნა, ISIS-სთან შესაძლო კავშირში ბრალდებულის ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვება სარისკო იყო. „დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, რადგან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, მათ შორის სამკურნალოდაც“, - განმარტა კიკლმა. მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი ავსტრიაში ცნობილ ისლამისტ ფანატიკოსს ახმედ ჩატაევს მხარს უჭერდა. „ჩატაევი ვენაში 2003-2011 წლებში ცხოვრობდა, შემდეგ კი ცოლი და ხუთი შვილი მიატოვა და სირიაში საბრძოლველად გაემგზავრა. ამ პერიოდში ჩატაევმა სოციალური დახმარების სახით ავსტრიისგან 80 000 ევრო მიიღო. ის ასევე იყო თურქეთში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა“, - წერს სააგენტო.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)