|
2018-01-11 10:34:17, 1713 ნახვა
კომენტარი
პრემიერი სპეცოპერაციებზე: წინასწარი დასკვნების გაკეთება სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის პირველი მთავრობის სხედომის დაწყებამდე ტერორიზხმის საფრთხესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ამასთან, პრემიერის თქმით, ტერორიზმის გამოწვევასთან საკუთარ ქვეყანაში ბრძოლა, ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილოა: „ტერორზიმი,გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი სახელმწიფოც აკეთებს ყველაფერს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდცესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო.ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა თითოეული მათგანი. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი, დაგვეჭრა ოთხი და ეს ბიჭები საკუთარი სოცხლის ფაასად იცავდნენ ჩვ3ნი მოქალაქეების უსაფრთხოერბას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესია, პროკურატურის ეფექტიანმა და ობიექტურმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხი. „ დღეს ამ ვითარებაში წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს“,-აღნიშნა პრემიერმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)