12:17 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 16:49:10, 1733 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ღოღობერიძისა და ჩხირკვიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მთავარი პროკურატურა მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხირკვიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოყანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ღოღობერიძე . და ჩხირკვია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით  სცნო დამნაშავედ:

„სამართალდამცველებმა მ.ღ. 2017 წლის 23 აპრილს ქ. ბათუმში, ხოლო ი.ჩ. იმავე დღეს ქ.თბილისში  დააკავეს, მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მ.ღ.-მ და ი.ჩ-მ 2017 წლის 11-12 მარტს, ქალაქ ბათუმში განახორციელეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა, გზების გადაკეტვა, მოძრაობის შეფერხება, ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება და ავტომანქანების დაწვა, ასევე  შეფერხდა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში და აქვე განმარტებულია, რომ სასამართლომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია) და  სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics