|
2018-01-10 11:13:32, 2142 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის ლიდერი მზადაა, კიმ ჩენ ინს წინასწარ განსაზღვრული პირობებით შეხვდეს
სამხრეთ კორეის ლიდერმა მუნ ჩე ინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს წინასწარ განსაზღვრული პირობებით შეხვდეს. მისი თქმით, ამგვარი შეხვედრა მხოლოდ იმ პირობით შედგება, თუ ეს ფხენიანის ბირთვული პროგრამის პრობლემის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს. „მზად ვარ მაღალ დონეზე შეხვედრა გავმართო თუ ეს ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემის გადაწყვეტას და ასევე ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა. მინისტრების დონეზე ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ მოლაპარაკებები გუშინ გამართეს. შეხვედრის მთავარი საკითხი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა და ორმხრივი ურთიერთობის სტატუსი იყო. მოლაპარაკებების დროს გადაწყდა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით ფხენიანსა და სეულს შორის სამხედრო ცხელი ხაზი ამოქმედდება. მოლაპარაკებების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას სამხრეთ კორეა მზად არის ჩრდილოეთ კორეასთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)