|
2018-01-09 15:41:05, 1831 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილია, თუმცა უცნობია, ვის მიერ მოხდა დაჭრა
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ერთ-ერთი არასრულწლოვანის გ.ჯ-ს ადვოკატის, ეკა მაჭარაშვილის განცხადებით, საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი ფიგურირებს, თუმცა გამოძიებას არ დაუდგენია პირი, რომელმაც მათ ჭრილობა მიაყენა. "საქმეში არის კიდევ ერთი დაჭრილი, თუმცა არაა ცნობილი, ვის მიერ მოხდა დაჭრა. ჩვენ ვამბობთ, რომ გამოძიება არ არის ეფექტურად ჩატარებული", - აღნიშნა ადვოკატმა და დასძინა, რომ სასამართლო სამედიცინო დასკვნიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ საქმეში ორზე მეტი დანა ფიგურირებს. "გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომისა და სიღრმის ჭრილობა, ვიდრე წარმოდგენილი დანებია. ლოგიკურია, კითხვა, რომ საქმეში ფიგურირებს იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიება საუბრობს", - განაცხადა მაჭარაშვილმა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობასაც დააყენებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)