18:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 11:09:22, 2430 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებებს დათანხმდა

ჩრდილოეთ კორეა სეულთან მოლაპარაკებას დათანხმდა.

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელთა შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.

გადაწყვეტილბის შესახებ  ფხენიანის ეროვნული გაერთიანების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, მათ უკვე გაუგზავნეს სეულს ტელეფონოგრამა იმის შესახებ, რომ 9 იანვარს დემილიტარიზებულ ზონაში მოლაპარაკებისთვის დელეგაციას გააგზავნიან.

შეხვედრის მთავარი საკითხი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა და ორმხრივი ურთიერთობის სტატუსი იქნება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი ორივე მხარე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან გამართავს მოლაპარაკებას.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უმაღლესი დონის შეხვედრა ბოლოს 2015 წლის დეკემბერში გაიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics