|
2018-01-04 11:23:38, 4896 ნახვა
ეკონომიკა
როგორ დავგეგმოთ ვიზიტი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა ვებ-გვერდის www.pti.ge მეშვეობით არის შესაძლებელი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად. ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს. ავტოსატრანსპორტო მფლობელს, ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან. ვიზიტის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებითაც. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, 2018 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს ცხელი ხაზი - “1484” ამოქმედდა. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)