|
2017-12-29 12:56:52, 3821 ნახვა
კომენტარი
ვასილ მაღლაფერიძე: ზვიად რატიანზე გაშვებული სიუჟეტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება დადებითი არ არის
საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი თემა პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით პირველი არხის მიერ გავრცელებული ვიდეოა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ. მაღლაფერიძის თქმით, მისი დამოკიდებულება ზვიად რატიანთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის მიმართ დადებითი არ არის. თუმცა, მაღლაფერიძე ამბობს იმასაც, რომ სტანდარტების დარღვევით მასალა სხვა არხებმაც გამოაქვეყნეს: „მე ვიღებ პასუხისმგებლობას ბორდის წინაშე. ამავე დროს, კარგია, რომ ჟურნალისტები აქ არიან და იწერენ და მე არვიცი, როგორ გავა. მე მაქვს ჩემი დამოკდიებულება ამ სიუჟეტის მიმართ, ეს არ არის დადებითი, მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია.პირველი არხიც მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი და უნდა გითხრათ, რომ ის, რაზეც ატეხილია ერთი ამბავი, შემიძლია წარმოგიდგინოთ, ეს გაუშვა ყველა არხმა, რომელსაც მე ამწუთში ინტერვიუს ვაძლევ.პირველი არხი ადებდა ცნობილ გამონათქვამებს სიგნალს და არის არხები, რომლებიც ამას უშვებდნენ სიგნალის გარეშე.მათ შორის ჩვენზე ადრე“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მას უპასუხა ბორდის წევრმა ქეთევან მსხილაძემ: „ეს არ არის შეღავათი და გამართლება იმისა, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა.შეიძლება ბევრმა სხვა ტელევიზიამ გაუშვას, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელია არ არის კომერციული ტელევიზია და უნდა გაითვალისწინოს ეს და დაიცვას უმაღლესი სტანდარტები“,-აღნიშნა ქეთევან მსხილაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)