|
2017-12-28 15:17:25, 2035 ნახვა
სამართალი
რუსლან ალდამოვის დედა: თავის ოჯახში საქმიანობდა, წარმოდგენა არ აქვს, რა დანაშაული ჩაიდინა
თბილისის საქალაქო სასამართლოში პანკისსა და თბილისში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესზე, ცოტა ხნით ოჯახის წევრები შეუშვეს. მათ პროცესი, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, უკვე დატოვეს. ერთ-ერთი დაკავებულის, რუსლან ალდამოვის დედის, დალი ალდამოვის განცხადებით, გაკვირკვებულები არიან ბრალდებით, რომელიც რუსლან ალდამოვს წარედგინა. დალი ალდამოვას თქმით, მის შვილს წარმოდგენა არ აქვს იმ ბრალთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება უყენებს. „გაკვირვებული ვართ. რუსლან ალდამოვი თავის ოჯახში საქმიანობდა, რემონტს აკეთებდა. რას აღიარებს, რას ლაპარაკობთ? წარმოდგენა არ აქვს რაშია დამნაშავე. მხოლდო ის ვიცით, რომ კარი შემოგვიმტვრიეს და წაიყვანეს ბავშვი“, - აღნიშნა დალი ალდამოვამ. პროკურატურა რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)