17:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 12:46:24, 3404 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა სანკტ–პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ სანკტ–პეტერბურგში, მაღაზიაში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

ინფრომაციას „რია ნოვოსტი“  ავრცელებს.

 „თქვენ იცით, რომ გუშინ პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა“,– განაცხადა პუტინმა ოფიცრებთან შეხვედრის დროს.

პრეზიდენტის თქმით, მან უშიშროების ფედერალურის სამსახურის უფროსს, ალექსანდრე ბორტნიკოვს უთხრა, რომ ეჭვმიტანილთა დაკავებისას სამართალდამცველები კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ.

„თუ ჩვენი თანამშრომლების, ოფიცრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, საჭიროა გაბედული მოქმედება და ბოროტმოქმედების ადგილზე ლიკვიდირება, ტყვედ აყვანის გარეშე“, –  განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გუშინ, სანქტ-პეტერბურგში, კალინინის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა, მედიის  ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics