16:57 - 18 Aug, 2026
|
2017-12-28 10:46:21, 3221 ნახვა
მსოფლიო
სპეცოპერაციის დროს ფრანგმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Le Progres იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ის ლონჟედუას დასახლებაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს მეორე მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, მოქალაქეები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს ცივი იარაღი გამოიყენა. Le Progres-ი წერს, რომ 33 წლის დაჭრილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ჩხუბში მონაწილე საქართველოს მოქალაქის სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ის დილით დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)