|
2017-12-27 11:00:00, 1710 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ქვეყნის ინტერესებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხდომაზე ავსტრიაში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. პრემიერმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ზალდასტანიშვილის გარდაცვალება საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია. „სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო. კოტე ზალდასტანიშვილი, რომელიც ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ბოლო კომუნიკაცია. მართლაც გამორჩეული, ქართველი, ჩვენი მეგობარი ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმა ეს დანაკარგი. მე პირადად მისგან, იმ მოკლე პერიოდში როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე. მას განსაკუთრებით უხაროდა როდესაც უზიარებდა თავის გამოცდილებას და გამოცდილება მას ძალიან მდიდარი ჰქონდა. იყო ყოველთვის იქ სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ქვეყნის ინტერესებს. ჩემთვის პირადად ეს დიდი დანაკლისია“, - განაცხადა გიორგი კვირიკასვილმა. შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ზალდასტანისვილი გარდაიცვალა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)