16:57 - 18 Aug, 2026
|
2017-12-26 13:48:14, 3142 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, სტრასბურგში სარჩელს შეიტანს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, მისი სარჩელი შეეხება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის "გატაცებას". "მათ გამიტაცეს სახლიდან, ყველანაირი დოკუმენტის გარეშე, რომელიც ჩემი დაკავების უფლებას მისცემდათ", - დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის დაკავება ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში მოხდა, სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი მკურნალობას გადიოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)