21:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 12:19:46, 408 ნახვა

საზოგადოება
NDI: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ბენეფიციარების 57% სრულიად კმაყოფილია

NDI–ის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 57%, ვისაც სახელმწიფო დაზღვევით უსარგებლია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებით სრულიად კმაყოფილია.
33% ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია, 5 პროცენტი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით ნაწილობრივ უკმაყოფილოა, ხოლო 3% სრულიად უკმაყოფილო.
ამასთან, კითხვაზე ისარგებლეთ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრმა მოქმედი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით, 43% აცხადებს, რომ უსარგებლიათ, 55%-ს არ უსარგებლია, ხოლო 2% აცხადებს, რომ არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics