|
2017-12-26 10:11:03, 2548 ნახვა
მსოფლიო
„მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები იქ ყველას“ - დღეს კიევში სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს კანონიერი უფლება მისი ექსტრადირება განახორციელოს, - ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა განმარტა, კანონმდებლობით იკრძალება უკრაინის მუდმივი მცხოვრებლის ექსტრადირება. "უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი კანონიერი ბერკეტი უკრაინის მუდმივი მცხოვრებლის ექსტრადირებისთვის. ასეთი სტატუსით მე უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ვსარგებლობ. ნებისმიერი ქმედება, ექსტრადირების მიმართულებით, იუსტიციის მინისტრს და მის ხელმძღვანელს სისხლის სამართლის დამნაშავეებად აქცევს. დღეს, კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში 13:30 საათზე, განიხილება ჩემი საქმე, რომელიც ეხება უკრაინის ხელისუფლების სურვილს უარი მითხრას „დროებითი დაცვის“ სტატუსზე და შექმნას პირობები ქვეყნიდან ჩემი გაძევებისთვის. მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები იქ ყველას, ვისთვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი სულერთი არ არის", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)