21:37 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 11:19:13, 458 ნახვა

საზოგადოება
NDI: ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე დასახელდა

NDI-ს საზოგადოებრივი განწყობის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილები(66%), ფასების ზრდა/ ინფლაცია (43%)და სიღარიბე (39%) დასახელდა.

გამოკითხულებს მაქსიმუმ სამი პასუხის დასახელება შეეძლოთ. 27%-თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა, 21% -თვის პენსიები, ხოლო 17% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ხელფასებია.

ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულებს უმცირესობის უფლებები (0%), მედიის დამოუკიდებლობა(0%) და ციხეები/ პატიმრები (0%) მიაჩნიათ.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics