|
2017-12-24 12:33:53, 3280 ნახვა
სამართალი
საპოლიციო კონტროლი დასრულდა-დაკავებულია 127 პირი
დილის 6 საათზე საპოლიციო კონტროლი დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც აღინიშნა, სულ 52 000-მდე პირი გადამოწმდა, მათგან 127 პირი კი დაკავებულია. „დაკავებულია 127 პირი, მათ შორის არიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 45 პირი, მათ შორისაა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები. გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 5 პირი. ცივი იარაღის ტარებისთვის გამოვლინდა 96 პირი,ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 54 ხელყუმბარა, 122 კაფსულ-დეტონატორი, 3740 ცალი ვაზნა,საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი. ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი.მათ შორის ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქვეყანაში სისტემატიურად შემოჰქონდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ძირითადად ფონიჭალაში ახდენდა მის რეალიზაციას“,-განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)