22:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-23 16:13:59, 2247 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე მოსახლეობას სთხოვს, ქალაქის მორთვაში მონაწილეობა მიიღონ

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში კამპანია - „ერთად მოვრთოთ თბილისი“ იწყება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დედაენის ბაღში მიმდინარე საახალწლო სამზადისის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისელებს ქალაქის საახალწლოდ გალამაზებაში მონაწილეობა შესთავაზა. თბილისის მერის განცხადებით, ახალი წელი ის თარიღია, რომლის ნამდვილ დღესასწაულად გადაქცევაში საერთო განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მოდით, ერთად შევქმნათ ახალი წელი და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა ქალაქის მორთვაში. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქალაქი გაგველამაზებინა საახალწლო ილუმინაციებით. სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა უბანი, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ საახალწლოდ. მინდა ვთხოვო ქალაქის მოსახლეობას დახმარება, თანადგომა, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მორთვაში. ძალიან მარტივი რამ არის ამისთვის გასაკეთებელი- საახალწლოდ ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად ემზადება და ერთი საახალწლო განათება ან საახალწო აქსესუარი საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ გადმოკიდოს იქნება ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ რომ საახალწლოდ მორთული აივნები და ფანჯრები ძალიან დაამშვენებს ჩვენს ქალაქს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics