|
2017-12-23 15:26:00, 945 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს ელექტროსისტემის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე სსე-ის კუთვნილ ქვესადგურ „ბათუმი-220"-ზე 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით ქალაქ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ამარაგებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს, ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმოამდგენლებმა ტექნიკურად სრულად აღჭურვეს თანამედროვე ტექნოლოგიებით 10/35კვ. დახურული გამანაწილებელი მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს ელექტრო-ენერგიის უხარვეზოდ მიწოდებას. გარდა ამისა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ წარმატებით დაასრულა პროექტის „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის" პირველი ეტაპი, რომლის საშუალებითაც შუახევის 178 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური ბათუმის ქვესადგურს დაუკავშირდა. „ეს ქვესადგური ელექტროენერგიით სრულად ამარაგებს ჩვენს ავტონომიურ რესპუბლიკას, სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც აქ განხორციელდა. განახლებული ქვესადგური სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას აქვს და ენერგო მიწოდებაშიც ხარვეზების რაოდენობა მინიმუმამდე დავა" - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. „ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" შეეძლება ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება." - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ. ვიზიტი „რეგიონული ქსელების მონახულების პროექტის" ფარგლებში შედგა.
(NS)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)