|
2017-12-22 18:48:44, 2487 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი ესპანეთის პრემიერს შეხვედრას სთავაზობს
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ესპანეთის პრემიერს შეხვედრას და დიალოგს სთავაზობს. როგორც მან აღნიშნაა,“ახლა პოლიტიკის დროა, პოლიტიკა კი დიალოგის გარეშე შეუძლებელია”. პუჩდემონის განცხადებით, შეხვედრა წინაპირობების გარეშე ევროპის რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში უნდა შედგეს და ამით ურთიერთობებში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. მან დღეს ევროკომისიის პრეზიდენტსაც მიმართა: „მე არ ვთხოვ კომისიას პოზიციის შეცვლას, მე ვთხოვ მოსმენას და ვფიქრობ, ეს შესაძლებელია”,– განაცხა პუჩდემონმა. შეგახსენებთ, გუშინ კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, დამოუკიდებლობის მომხრე პარტია კატალონიის რეგიონალურ პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს. გამოკითხვის თანახმად, არჩევნებს პარტია Ciudadanos (მოქალაქეები) იგებს, რომელიც 34-37 ადგილს მიიღებს. თუმცა, დამოუკიდებლობის მომხრე ძალები ERC, Junts per Catalunya და CUP-ი 67-დან 71 ადგილს მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)