|
2017-12-22 16:17:46, 1682 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: სახელობითად დასახელდება ყველა დეპუტატი, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამომავლოდ, სახელობითად დასახელდება თითოეული დეპუტატი, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლის. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მანდატურის სამსახურს იმ დეპუტატთა სიის მიწოდება დაავალა, რომლებმაც რეგისტრაცია ბარათების მეშვეობით გაიარეს. „76 დეპუტატი ზის დარბაზში. რეგისტრირებულია 85. გამოვაქვეყნებთ იმ დეპუტატების სიას, რომლებიც იყენებენ ბარათებს. რეგისტრაცია გაიარა 86 დეპუტატმა. მე ვთხოვ მანდატურის სამსახურს, მომაწოდოს იმ დეპუტატების სია, რომლებმაც ე.წ. ბარათების მეშვეობით გაიარეს რეგისტრაცია. როგორც გაირკვა 9 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია დაუსწრებლად ბარათის მეშვეობით. სამომავლოდ, იმისათვის, რომ იყოს აღკვეთილი ძალიან მკაცრად ასეთი პრაქტიკა, სახელობითად დასახელდება თითოეული დეპუტატი, რომელიც ბარათის მეშვეობით გაივლის რეგისტრაციას პლენარულ სხდომაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)