16:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 01:57:53, 4070 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

მინისტრთა კაბინეტს ნდობა 103-მა დეპუტატმა გამოუცხადა,  17-მა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ გიორგი კვირიკაშვილია.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე;

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;

გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - მამუკა ბახტაძე;

კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 2 დღის განმავლობაში მსჯელობდა. განხილვების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics