22:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 17:35:37, 1865 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი ოპოზიციას: ნუ მისცემთ დავალებებს თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ოპოზიცია  საკუთარ ტელევიზიებს აძლევს დავალებას, უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს“.

კვირიკაშვილის თქმით, მედიას ადამიანების ოპტიმიზმში დიდი როლი შეაქვს. მან ოპოზიციას მოუწოდა, ტელევიზიებს დავალებები არ მისცენ:

„ნუ ეტყვით თქვენს ტელევიზიებს, რომ იმედი მოუკლან  ადამიანებს და ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უპერსპექტივოდ და გაცილებით უფრო მეტი ოპტიმიზმი ექნებათ. თქვენს დროს, დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ არ გაგახსენოთ, რამდენი ტელევიზია იყო და რას გადასცემდნენ ისინი ჩვენს მოსახლეობას.როგორ ყვავდება ქვეყანა და როგორ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში. სინამდვილეში რა ხდებოდა, მოგვიანებით გაიგო ხალხმა, დღევანდელ დღეს, ნუ მიცემთ დავალებებს თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს. ძალიან დიდი როლი აქვს მედიას ადამიანების ოპტიმიზმში. ფონი, რომელიც შექმნილია, დიდ როლს თამაშობს ადამიანების ოპტიმიზმის მაჩვენებელში. ისე მეკითხებით, თითქოს არ იცოდეთ ეს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics