|
2017-12-20 14:35:42, 1929 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად რეფორმების განხორციელებაა აუცილებელი
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია იქნება და მათთან ერთად მოხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების დაგეგმვა. ,,გასული ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და ამ ეტაპზე დაგეგმილია რეფორმები შემდეგი ძირითადი მიმართულებით: საგადასახადო ზედმეტობების ავტომატური დაბრუნება, საბაჟო სერვისების დიგიტალიზაცია, On-line საგადასახადო რეზიდენტობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, სტაბილური ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, თავის მხრივ შეამცირებს მერყეობებს ეკონომიკაში და გაზრდის მის ეფექტურობას. საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი, ინოვაციური და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესაბამისი გარემოს შექმნა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)