21:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:30:12, 1789 ნახვა

კომენტარი
გახარია: ვეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ღია უწყება, რითაც იმედი გვაქვს, ნდობას დავიმსახურებთ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის გარეშე, ქვეყანაში  კრიმინალის კუთხით არსებული  პრობლემების დაძლევა შეუძლებელია.

როგორც გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, შსს მაქსიმალურად ღია უწყება იქნება. შედეგად, მინისტრი  იმედოვნებს, რომ საზოგადოების ნდობას მოიპოვებენ, რომელიც აუცილებელია მათთვის  ეფექტური საპოლიციო სერვისის მისაწოდებლად.

„მიუხედავად იმ აღქმისა, რომ საზოგადოებაში და ქვეყანაში კრიმინალი გაზიარდა, რა თქმა უნდა,არსებობს გარკვეული რეალური კომპონენტები მსგავსი აღქმის უკან, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის გარეშე მსგავსი პრობლემების დაძლევა შეუძლებელია.ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ღია უწყება, რითიც იმედი გვაქვს, დავიმსახურებთ იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ეფექტური საპოლიციო სერვისების მისაწოდებლად.იქ, სადაც გვექნება საშუალება, მაქსიმალურად დავიცავთ პოლიციის მუნდირს და პოლიციის ინტერესს“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics